დაეშის წინააღმდეგ შექმნილმა საერთაშორისო კოალიციამ ერაყი დატოვა

დაეშის წინააღმდეგ შექმნილმა საერთაშორისო კოალიციამ ერაყი დატოვა

1754699
დაეშის წინააღმდეგ შექმნილმა საერთაშორისო კოალიციამ ერაყი დატოვა

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქაზიმისმ განაცხადა, რომ აშშ-ს მეთაურობით, ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილმა საერთაშორისო კოალიციამ მათი ქვეყანა უკვე სრულად დატოვეს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ, Twitter-ს ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა.

„კოალიციის სამხედრო ოპერაციები დასრულებულია და მთელი მისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა ერაყის ფარგლებს გარეთ გაყვანილია. კოალიციის როლი ახლა შემოიფარგლება კონსულტაციებითა და მხარდაჭერით, ერაყ-აშშ-ის სტრატეგიული დიალოგის შედეგების მიხედვით,“ აცხადებს ალ-ქაზიმი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით 2014 წელს ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის წინააღმდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო კოალიცია, ერაყის არმიას ლოჯისტიკურ, სადაზვერვო და საჰაერო დარტყმებით უჭერდა მხარს. კოალიციამ და ერაყმა 9 დეკემბერს განაცხადეს, რომ მათი ძალების მისია ერაყში დასრულდა და ისინი უკან იხევდნენ.


საკვანძო სიტყვები: #კოალიცია , #დაეში , #ერაყი

მსგავსი ინფორმაციები