თურქეთის მიერ ქალაქ ლაჩში აშენებული სახლები მესაკუთრეებს გადაეცათ

თურქეთის მიერ ქალაქ ლაჩში აშენებული სახლები მესაკუთრეებს გადაეცათ

1754003
თურქეთის მიერ ქალაქ ლაჩში აშენებული სახლები მესაკუთრეებს გადაეცათ

ალბანეთის ქალაქ ლაჩში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის თურქეთის მიერ აშენებული სახლები ოჯახებს გადაეცა. თურქეთის მასიური ბინათმშენებლობის (TOKİ) კომპანიის მხრიდან აშენებული სახლების მესაკუთრეებზე გადაცემა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას, თურქეთის ელჩის ტირანაში მურათ აჰმედ იორუქის და სხვა მაღალჩინოსნების თანდასწრებით განხორციელდა. ედი რამამ აქ სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის ხელისუფლებას და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაწეული ყოველგვარი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 26 ნოემბერს ალბანეთში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რა დროსაც 51 ადამიანი დაიღუპა და 900-ზე მეტი დაზარალდა, ხოლო 17 ათასი ადამიანი იძულებით სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის 500 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის განკარგულება იქნა გაცემული.


საკვანძო სიტყვები: #ალბანეთი , #ქალაქი ლაჩი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები