თეირანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის პოზიცია

ვენაში ბირთვული მოლაპარაკებები, 9 დეკემბერს განახლდება

1744774
თეირანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის პოზიცია

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ჰათიბზადემ განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი სანქციები მისი ქვეყნის წინააღმდეგ,   ბირთვულ მოლაპარაკებებში ვაშინგტონს რაიმე უპირატესობას ვერ მოუტანს. მან, თავის სოციალური ქსელის ანგარიშზე გავრცელებულ მესიჯში შეაფასა რა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები, აღნიშნა: „აშშ-ი არ წყვეტს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ვენის მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროსაც კი და ამით ვაშინგტონის მიერ გადადგმული ნაბიჯები ირანის მიმართ, სრულიად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.“ ვენაში მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა 3 დეკემბერს, რადგან მხარეებმა კვლავ ვერ მიაღწიეს რაიმე შეთანხმებას და წინსვლას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მთავარმა მომლაპარაკებელმა ალი ბაქირიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყება 9 დეკემბერს. აშშ-ს სურს, რომ ირანი დაუბრუნდეს შეთანხმებაში ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო თეირანი კი ვაშინგტონისგან მოითხოვს, გააუქმოს ირანის მიმართ დაწესებული სანქციები და დაარწმუნოს იგი, რომ აღარ დატოვებს მოლაპარაკებების მაგიდას.


საკვანძო სიტყვები: #კრიტიკა , #აშშ , #თეირანი

მსგავსი ინფორმაციები