ბულგარეთში ავტოკატასტროფის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთში ავტოკატასტროფის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

1737305
ბულგარეთში ავტოკატასტროფის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა

პირველადი ინფორმაციით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის დასავლეთით ჩრდილოეთ მაკედონიის სანომრე ნიშნის მქონე სამგზავრო ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა.

კერძო სატელევიზიო არხის NOVA-ს ინფორმაციით, სოფიის დასავლეთით სოფელ ბოსნეკის მიდამოებში ჩრდილოეთ მაკედონიის სანომრე ნიშნის მქონე სამგზავრო ავტობუსი გზისპირა ბარიერს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

პირველადი ინფორმაციით, „სტრუმას“ გზატკეცილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ჩრდილოეთ მაკედონიის 46 მოქალაქე, რომელთაგან 12 ბავშვი იყო, დაიღუპა. შვიდი დაშავებული სოფიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები