ალექსანდრე ლავრენტიევი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს შეხვდა

ალექსანდრე ლავრენტიევი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს შეხვდა

1737097
ალექსანდრე ლავრენტიევი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ალექსანდრე ლავრენტიევი ირანის დედაქალაქ თეირანში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს შეხვდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ლავრენტიევი, რომელიც სირიის დედაქალაქ დამასკოდან ჩავიდა თეირანში, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანსთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული. შეხვედრაზე, ასევე ასტანის პროცესის ფარგლებში სირიაში არსებული მდგომარეობა და კრიზისის მოგვარების საკითხიც იქნა განხილული.

ამავე ინფორმაციით, ამირ აბდოლაჰიანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათ სურთ განავითარონ მუდმივი და გრძელვადიანი თანამშრომლობა რუსეთთან და ხაზი გაუსვა „მოსკოვისა და თეირანის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე, სირიის აღდგენისთვის“.



მსგავსი ინფორმაციები