საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება

საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება

1731345
საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება

საქართველოში საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ  სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელსაც 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის მე-12 ციხიდან დედაქალაქ თბილისის მე-18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანილი სააკაშვილის  მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა.

თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

მელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჯერ „სათანადო“ საავადმყოფოში უნდა იქნს გადაყვანილი.

მელიამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის თბილისში აქციები დღეიდან პერმანენტული იქნება და მათ გადაწყვიტეს ალყა შემოარტყან მთავრობის შენობას, სადაც პრემიერის ოფისია განთავსებული.

მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციები იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გაგრძელდება.

საქართველოს უშიშროების ძალებმა მთავრობის შენობისა და პარლამენტის წინ უსაფრთხოების ზომები მიიღეს.



მსგავსი ინფორმაციები