უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის პარლამენტს წარუდგინა

1728781
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის პარლამენტს წარუდგინა.

მინისტრთა საბჭოს წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა Telegram-ით გაკეთებულ განცხადებაში ღნიშნა, რომ ტარანმა გადადგომის განცხადება უკრაინის პარლამენტს წარუდგინა.

მელნიჩუკს სხვა დამატებითი ინფორმაცია ტარანის გადადგომის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია „ხალხის მსახურის“ ჯგუფის სხდომაზე   მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებული ოლექსი რეზნიკოვის კანდიდატურას.

რეზნიკოვმა გუშინ დატოვა ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის პოსტი.

სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრი ოლეგ ურუსკი გუშინ, ხოლო ეკონომიკის მინისტრი ოლექსი ლუბჩენკო დღეს გადადგნენ თანამდებობებიდან.


საკვანძო სიტყვები: #თავდაცვის მინისტრი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები