პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ აზერბაიჯანს ეწვევა

პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ აზერბაიჯანს ეწვევა

1724643
პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ აზერბაიჯანს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, ხვალ, ერთ დღიანი ვიზიტით ამ ქვეყანას ეწვევა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდღანი,  ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მიერ აშენებული პირველი აეროპორტის, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის და ქალბაჯარ-ლაჩინის რეგიონში შემავალ, ზანგილანის სოფელში ჭკვიანი სოფლის მეურნეობის კამპუსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალში, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით უნდა აშენდეს, მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი სავარაუდოდ, ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ჩათვლით, რეგიონალურ და სხვა საერთაშორისო მოვლენებსაც განიხილავს.



მსგავსი ინფორმაციები