რუსეთში ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, რიაზანის ოლქში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

1723562
რუსეთში ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, რიაზანის ოლქში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რიაზანში ქიმიური ქარხნის დენთის საამქროში აფეთქება მოხდა.

აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძრის გამო დაიღუპა 12 და დაშავდა 1 ადამიანი.

აღინიშნა, რომ ხანძრის დროს ქარხანაში 17 ადამიანი იმყოფებოდა და 4 დაკარგული ადამიანის ძებნა გრძელდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #ქიმიური ქარხანა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები