საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი

საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი

1715182
საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი

საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი, საქართველოში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში გაიმართა. მინისტერიალში, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს მასპინძლობით გაიმართა,  თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი ესწრებოდნენ. მინისტერიალის დასრულების შემდეგ „სამმხრივი შეხვედრის საბოლოო დეკლარაციას“ მოეწერა ხელი, რომლის შემდეგაც მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე ჰულუსი აქარმა განაცხადა: „ჩვენ შევაფასეთ რა შეიძლება გაკეთდეს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და მომავლის შესახებ, მოვლენების ფართო პერსპექტივის გადახედვით, განსაკუთრებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.“

მისივე თქმით, საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ნავთობის და ბუნებრივი აირის მსოფლიოს სხვა წერტილებში მიწოდებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

თურქმა მინისტრმა ისიც დასძინა, რომ სამივე ქვეყანა როგორც თავდაცვის ასზევე სხვა მრავალ სფეროში პარტნიორობას და მჭიდრო თანამშრომლობას სამომავლოდაც გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები