სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნდა

1713404
სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 წელია საზღვარგარეთ იმყოფება მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი დაპატიმრების გადაწყვეტილების გამო, გამოაცხადა, რომ თავის ქვეყანაში (უკრაინიდან) დაბრუნდა.

სააკაშვილმა Facebook-ით გააზიარა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ 8 წლის შემდეგ  საქართველოში ჩავიდა.

მან მოსახლეობას მოუწოდა ხვალინდელ არჩევნებზე მივიდნენ და 3 ოქტომბერს თბილისის ცენტრში შეიკრიბონ და დაიცვან თავიანთი ხმები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილს არ გადაულახავს საქართველოს საზღვარი.

საქართველოს პროკურატურამ, 2007 წელს ოპოზიციის აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის, კორუფციის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ერთი დეპუტატის ცემის  ბრალდებით სააკაშვილს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე 2018 წელს სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკვლელობის საქმეში ამნისტიის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.

სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წლის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა, გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოგვიანებით კი უკრაინაში გადავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს გასულ წელს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.



მსგავსი ინფორმაციები