გუტერესმა კვიპროსის ლიდერები მიიღო

ერსინ თათარი: „ჩვენ ბოლომდე დავიცავთ კვიპროსელი თურქების უფლებებს“

1711474
გუტერესმა კვიპროსის ლიდერები მიიღო

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა თქვა, რომ თუკი კუნძულზე მათი სუვერენული თანასწორობა და საერთაშორისო თანაბარი სტატუსი მიიღება, მაშინ, შეიძლება დაიწყონ ოფიციალური მოლაპარაკებები. ნიუ-ორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მყოფი ერსინ თათარი სამთა ფორმატში შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს და სამხრეთ კვიპროსის ლიდერს ნიკოს ანასტასიადისს, რის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თქვა: „ჩვენი უფლება არის სუვერენული თანასწორობისა და აღიარების მოთხოვნა, რის შემდეგ შეგვეძლება წინ გახედვა. ამჟამად კი ჩვენი მთავარი მიზანია, დავიცვათ კვიპროსელი თურქების უფლებები, რისთვისაც ჩვენ გამოვიყენებთ ყველანაირ შესაძლებლობებს და პარალელურად, განვიხილავთ წინსვლის გზებსაც.“ მისივე თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელია ძველი გაგებით და 60 წლის განმავლობაში მიმდინარე ამ მოლაპარაკებებმა რაიმე დადებითი ნაყოფი არ გამოიღო და ყოველთვის უშედეგოდ დასრულდა. „მე ეს ავუხსენი როგორც დაპირისპირებულ ბერძნულ მხარეს, ასევე გენერალურ მდივანსაც, რათა შეთანხმება მიღწეულ იქნეს სუვერენულ თანასწორობაზე დაფუძნებული ორი ცალკეული სახელმწიფოს თანამშრომლობით.“ განაცხადა თათარმა და იქვე დასძინა, რომ თუკი მათი სუვერენული თანასწორობა და საერთაშორისო თანაბარი სტატუსი მიიღება, შეეძლებათ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება.



მსგავსი ინფორმაციები