მევლუთ ჩავუშოღლუმ ჩკთრ-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

მევლუთ ჩავუშოღლუმ ჩკთრ-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1710038
მევლუთ ჩავუშოღლუმ ჩკთრ-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისინი მათი ეროვნული საქმის, კვიპროსის საკითხის დაცვას და მოგვარებას ბოლომდე გააგრძელებენ. მევლუთ ჩავუშოღუმ ამის შესახებ, ნიუ-იორკში ახლად გახსნილ, ‘თურქულ სახლში’ თურქი საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ‘თურქულ სახლში’ როგორც, გაეროში თურქეთის მუდმივი წარმომადგენლობის ოფისი ასევე, ნიუ-იორკში გენერალური საკონსულოს და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობაც გაიხსნება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი ერსინ თათარიც.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ეროვნული საქმის, კვიპროსის, დაცვას ბოლომდე, ერთად. კვიპროსის პროცესში ჩვენ 54 წლის განმავლობაში ვლაპარაკობდით ფედერაციაზე. ჩვენ ყოველთვის მივდიოდით კეთილი განზრახვით და ყოველთვის ზომიერად ვუჭერდით მხარს პროცესებს, მაგრამ კვიპროსის ბერძნულმა მხარემ, რომელიც კვიპროსელ თურქებს უმცირესობაში ხედავს და არ სურს არაფრის გაზიარება, უარყო ყველა გეგმა, ყველა მცდელობა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ერთად დავიცავთ კვიპროსელი თურქების უფლებებს ბოლომდე. ყველამ უნდა აღიაროს ჩკთრ-ის სუვერენიტეტი და 1960 წლის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. ჩვენ, როგორც თურქეთი, გავაგრძელებთ თქვენი ძალისხმევის მაქსიმალურად მხარდაჭერას. ჩვენ ერთად გავივლით ამ პროცესს,“ განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები