აზერბაიჯანის სარჩელი "რასობრივი დისკრიმინაციის" წინააღმდეგ

ბაქომ ერევანს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა

1710180
აზერბაიჯანის სარჩელი "რასობრივი დისკრიმინაციის" წინააღმდეგ

 საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა,  "რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევისათვის,"  სომხეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. გაეროს დაქვემდებარებული საერთაშორისო  სასამართლო ორგანოს მხრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა სარჩელი შეიტანა სომხეთის წინააღმდეგ დისკრიმინაციის პრევენციის საერთაშორისო კონვენციის დარღვევის გამო და სთხოვა სასამართლოს დროებითი ღონისძიებების გატარება. აზერბაიჯანული მხარის ბრალდებით, სომხეთმა, აზერბაიჯანელების დისკრიმინაცია „ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების“ საფუძველზე მოახდინა. ამავე ბრალდებით სომხეთმა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ განახორციელა „ეთნიკური წმენდა“ აზერბაიჯანელი თურქების წინააღმდეგ და ამასთან ერთად, რასისტული და სიძულვილის ენა,  სახელმწიფოს ყველა უმაღლეს ეშელონში გამოიყენა. “მთიანი ყარაბაღის ოკუპაციისგან განთავისუფლების დროს, სომხეთმა დისკრიმინაცია და სასტიკი მოპყრობა, კვლავ "ეთნიკური სიძულვილის საფუძველზე განახორციელა,“ აღნიშნულია ამავე ბრალდებაში. მოკლედ, ბაქო ამტკიცებს, რომ სომხეთის პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი თურქების ეთნიკურ წმენდას და მათი კულტურის განადგურებას, წარმოადგენს „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის“ სისტემურ დარღვევას და სწორედ მის ფარგლებში შეიტანა სარჩელი რა, საერთაშორისო სასამართლოს, დისკრიმინაციის პრევენციის საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების შესრულებას და "სასწრაფო" განკარგულებების მიღებას სთხოვს.


საკვანძო სიტყვები: #სარჩელი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები