ალჟირ-მაროკოს შორის დაძაბულობა იზრდება

ალჟირმა ხსენებულ ქვეყანას საჰაერო სივრცე დაუხურა

1709668
ალჟირ-მაროკოს შორის დაძაბულობა იზრდება

 

ალჟირმა გამოაცხადა, რომ "მტრული ქმედებებისა და პროვოკაციების" გამო,  თავისი საჰაერო სივრცე მაროკოს თვითმფრინავებისთვის დახურა. ქვეყნის უმაღლესი უშიშროების საბჭოს გუშინდელი შეკრების დასრულების კვალდაკვალ, ალჟირის პრეზიდენტმა აბდულმეჯიდ თებუნიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: ”უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, საჰაერო სივრცე დახუროს მაროკოს ცაზე მფრინავი იმ სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც აქვთ ამ ქვეყნის სარეგისტრაციო ნომერი.” ამავე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია "მაროკოს მხრიდან გამოჩენილი პროვოკაციებისა და მტრული ქმედებების გამო." ჯერ-ჯერობით მაროკოს მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე განცხადება არ გავრცელებულა. ჯერ კიდევ 24 აგვისტოს, ალჟირის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამტან ლამამრამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ მიიღო დადგენილება, მაროკოს მხრიდან გამოჩენილი "ბოლოდროინდელი მტრული ქმედებების" გამო, გაწყვიტონ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები. დასავლეთ საჰარას პრობლემა დიდი ხანია რაც იწვევს დაძაბულობას ამ ორ ქვეყანას შორის. მაროკო ადანაშაულებს ალჟირს დასავლეთ საჰარას რეგიონში სეპარატისტული პოლისარიოს ფრონტის მხარდაჭერაში და მათი აზრით, სწორედ ალჟირი დგას 1994 წლის აგვისტოში დედაქალაქ მარაკეშში განხორციელებული ტერაქტის უკან,  რის შემდეგ ალჟირს სავიზო რეჟიმი დაუწესეს, ხოლო თვით ალჟირმა კი ამის საპასუხოდ, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო კარიბჭე დახურა.


საკვანძო სიტყვები: #საჰაერო სივრცე , #მაროკო , #ალჟირი

მსგავსი ინფორმაციები