თურქეთმა განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს სამართლებრივი ძალა არ აქვს

თურქეთმა განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს სამართლებრივი ძალა არ აქვს

1708485
თურქეთმა განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს სამართლებრივი ძალა არ აქვს

თურქეთმა განაცხადა, რომ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმას არჩევნებს, არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ელჩმა თანჟუ ბილგიჩმა წერილობით უპასუხა ყირიმში ჩატარებული არჩევნების შესახებ დასმულ შეკითხვებს.

მან განაცხადა, რომ თურქეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და დაამატა: "თურქეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას. ამ ფარგლებში, 2021 წლის 17-19 სექტემბერს ყირიმში ჩატარებულ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ყირიმის მდგომარეობით შედეგებს თურქეთისთვის იურიდიული ძალა არ აქვს.”

იმავდროულად, ევროკავშირმაც განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს.


საკვანძო სიტყვები: #არჩევნები , #ყირიმი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები