ლიბანში ახალმა მთავრობამ მხარდაჭერა მიიღო

ლიბანში ახალმა მთავრობამ მხარდაჭერა მიიღო

1708690
ლიბანში ახალმა მთავრობამ მხარდაჭერა მიიღო

ლიბანში 10 სექტემბერს მიქათის ხელმძღვანელობით შექმნილმა 24 პორტფელიანმა ახალმა მთავრობამ პარლამეტში გამართულ ნდობის კენჭისყრაზე 100 დეპუტატიდან 85-ის დადებითი ხმა მიიღო და შეუდგა მოვალეობის შესრულებას. კენჭისყრის წინ პრემიერ-მინისტრმა მიქათმა წარადგინა თავისი კაბინეტი, როგორც "სამაშველო მთავრობა" და  სამოქმედო გეგმა, რომელიც მისმა კაბინეტმა დაამტკიცა გასულ კვირას. მისი განცხადებით, ახალი მთავრობა მიზნად ისახავს ქვეყნის გადარჩენას და მოქალაქეების დაცვას იმ სირთულეებისგან, რომლებსაც ისინი განიცდიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო ამის პარალელურად შეეცდებიან მიგრაციის ახალი ტალღების თავიდან აცილებასაც. “ნდობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ  მოლაპარაკებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), ჩვენს მიერ მომზადებული მოკლევადიანი და საშუალოვადიანი აღდგენის პროგრამისადმი მხარდაჭერის მიზნით“- აღნიშნა მიქათმა და დაამატა, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას ქვეყანაში თავშეფარებული პალესტინელი და სირიელი ლტოლვილების ეტაპობრივად  სამშობლოში დაბრუნებისათვის, რაშიც მათ უნდა დაეხმაროს საერთაშორისო საზოგადოება. მიქათმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყურადღებას გაამახვილებენ არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება-გაფართოებაზე და ამიტომ მათ მოუწოდა, გვერდით დაუდგნენ ლიბანებს ამ მეტად რთულ პერიოდში


საკვანძო სიტყვები: #კენჭისყრა , #მთავრობა , #ლიბანი

მსგავსი ინფორმაციები