საბერძნეთში, მიგრანტთა ბანაკის ხანძარი

საბერძნეთში, მიგრანტთა ბანაკის ხანძარი

1708176
საბერძნეთში, მიგრანტთა ბანაკის ხანძარი

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მდებარე ლტოლვილთა ბანაკში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

საბერძნეთის იმიგრაციის სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია: „არ არსებობს საფრთხე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ იქ არის, რადგან ცეცხლი გაჩნდა მიტოვებულ ყაზარმებში ბანაკის დასავლეთით. დანარჩენ ტერიტორიაზე მყოფნი ევაკუირებული არიან.

ევაკუირებული მიგრანტები, მათ შორის ბავშვები, ვატის ბანაკის მახლობლად მდებარე ავტოსადგომზე იქნენ გადაყვანილი.

ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად რეგიონში ექვსი სახანძრო მანქანა გაიგზავნა.

ბანაკი, სადაც 300-დან 500-მდე მიგრანტი ცხოვრობს და სხვა ბანაკებში გადაყვანის მოლოდინში არიან, ამ კვირაში უნდა დახურულიყო.



მსგავსი ინფორმაციები