აქტუალური თემის ანალიზი 3

იდლიბში მიმდინარე ბოლო მოვლენები

1706855
აქტუალური თემის ანალიზი 3

აქტუალური თემის ანალიზი 3

იდლიბში მიმდინარე ბოლო მოვლენები  

ასადის რეჟიმმა და მასთან დაკავშირებულმა ძალებმა, რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით ამ ბოლო დღეებში კვლავ დაიწყეს ქალაქ იდლიბისა და მისი შემოგარენების დაბომბვა. ეს ის რეგიონებია, რომელსაც სირიის ოპოზიცია ფლობს და სადაც დაახლოებით ოთხი მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს, ამით, კიდევ ერთხელ გაიღო კარი დიდი ჰუმანიტარული კრიზისისკენ და ლტოლვილთა ახალი ნაკადებისკენ. მხოლოდ თურქეთი აცნობიერებს ამ დიდ საფრთხეს და ცდილობს სამხედრო ნაბიჯების გადადგმას, რათა აღკვეთოს სირიელი ლტოლვილების მორიგი, მილიონიანი ნაკადები, როცა საერთაშორისო საზოგადოება კვლავ დუმილს ირჩევს, რადგან, იგი სარგებლობს ანდაზით, “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის მიერ მომზადებულ მოკლე სტატიას, რომელშიც იგი წერს...

 

ამ ბოლო წლებში სირიაში კონფლიქტი და სამხედრო მოვლენები შედარებით მშვიდი კურსით მიმდინარეობდა, მაგრამ, ამ რამდენიმე დღის წინ ასადის რეჟიმმა, რუსეთის საჰაერო ძალების მხარდაჭერით, კვლავ დაიწყო იდლიბისა და მისი შემოგარენის დაბომბვა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, რუსეთის ქალაქ სოჭში გამართულ პუტინისა და ერდოღანის პირისპირ შეხვედრაზე მათ შორის შეთანხმება დაიდო რეგიონთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ იდლიბის კონფლიქტი მას შემდეგ ფართომასშტაბიანად დასრულდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხსენებული რეგიონი ახლიდან გაეხვია ცეცხლის ალში. ჩანს, რომ რეჟიმთან დაკავშირებული ძალები მიზნად ისახავენ ჯაბელი-ზავიას რეგიონის კონტროლზე აყვანას, განსაკუთრებით კი, M4 სახელწოდების გზატკეცილის სამხრეთით. თუ გადავხედავთ საბრძოლო მოქმედების ძირითად კურსს, დავინახავთ, რომ რეჟიმის ძალებს სურთ, სირიის ოპოზიციის ელემენტებზე და თურქეთის არმიაზე იერიშებით და ძალისმიერი მეთოდებით თუ ზეწოლებით აიძულონ ისინი ჩრდილოეთით გადანაცვლებაზე და მათთვის პოზიციების დათმობაზე.

ჯაბელი-ზავიას რეგიონი ტოპოგრაფიულად, იდლიბის  დანარჩენ რაიონებთან შედარებით მაღალა მდებარეობს, ამიტომაც მას მეტად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ რეჟიმის ძალები  ნაბიჯ-ნაბიჯ კონტროლის დამყარებას აპირებენ ამ რეგიონზე, რათა იდლიბის ჩრდილოეთით გამავალ ხაზებზეც კონტროლი მოიპოვონ, რაც მას გაუადვილებს M4 ცენტრალური გზატკეცილის ლოგისტიკურ ხაზზე თავისი სრული დომინირების დამყარებას. ეს კი ნიშნავს ალეპოდან ლატაკია-ტარტუსის მთავარი გზების, ე.ი. აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის სრულ კონტროლზე აყვანას.

როგორც ყოველთვის, რეჟიმისა და მისი მოკავშირეების ამბიციური გეგმების ფასს, კვლავ სამოქალაქო პირები იხდიან. მართლაც, უკვე ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა დევნილი ქალაქის ჩრდილოეთით, ხოლო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, კვლავ ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდება საკუთარი კერებიდან გამომშვიდობებისა. ამ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით, თურქეთი ცდილობს გაზარდოს თავისი სამხედრო გამაგრება რეგიონში, რათა ამ გზით შეაკავოს რეჟიმისა და მისი მოკავშირე ელემენტების იერიშების შედეგად გამოქცეული ახალი დევნილები. საერთაშორისო თანამეგობრობამ აუცილებლად უნდა გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან ასადს შეაჩერებინოს იდლიბზე იერიშები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სირიაში კიდევ ერთხელ გაჩნდება კონფლიქტის ახალი კერა, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი.     

 



მსგავსი ინფორმაციები