რუსეთმა იდლიბზე საჰაერო იერიში მიიტანა
რუსეთმა იდლიბზე საჰაერო იერიში მიიტანა
1706707
რუსეთმა, სირიაში „იდლიბის დეესკალაციის ზონაში“ ჰამამეს, მაზრას და ზურზურის სოფლებში 15 საჰაერო იერიში მიიტანა.
იდლიბზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის თვითმფრინავების ობსერვატორიამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 3 რუსული სამხედრო თვითმფრინავი აფრინდა ლატეკიაში მდებარე ჰიმეიმის საჰაერო ბაზიდან.
რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ზურზურის სოფელზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ბომბები, ამ სოფელში ერთ-ერთი თურქული არასამთავრობო ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მყოფ ობოლი ბავშვების თავშესაფრის მახლობლად ჩამოვარდა.
საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ამ დროისათვის არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.