ბორელი ერაყს სტუმრობს

“ნატო ერაყში მეორე შტაბს გახსნის“

1704430
ბორელი ერაყს სტუმრობს

 

ერაყში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიღო  ჩრდილოეთ ერაყის ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელმა ნეჩირვან ბარზანიმ. პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ  გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბორელმა თქვა, რომ ნატო გეგმავს ამ ქვეყანაში ბაღდადის შემდეგ მეორე შტაბის გახსნას ჩრდილოეთ ერაყის დედაქალაქ ერბილშიც. მისივე თქმით, ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერაყისა და საერთოდ რეგიონის სტაბილურობაში და რომ ისინი მოხარულები იქნებიან ერბილსა და ბაღდადს შორის კარგი ურთიერთობებით, ხოლო თვით ისინი კი შეეცდებიან ამ ურთიერთობების განმტკიცებაში აქტიური წვლილის შეტანას. ბორელის თქმითვე, ნატო ერბილშიც გახსნის მეორე შტაბს სამხედრო მრჩევლებისათვის, სადაც გაგრძელდება ასევე ევროკავშირის სამხედრო მრჩევლების მუშაობაც. ერბილში ჩამოსვლამდე ბორელს პირისპირი შეხვედრები ჰქონდა ერაყის ცენტრალური ხელისუფლების ხელმძღვანელებთან



მსგავსი ინფორმაციები