ქალაქ ბაბილში ალ-ჰაშდ ალ-შააბის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

ქალაქ ბაბილში ალ-ჰაშდ ალ-შააბის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

1703144
ქალაქ ბაბილში ალ-ჰაშდ ალ-შააბის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

შიიტური დაჯგუფება ალ-ჰაშდ ალ-შააბის მეთაურთაგან ასიფ ჰასან ქერიმი, ერაყის ქალაქ ბაბილში ავტომობილში წინასწარ დანაღმული ბომბის აფეთქების შედეგად მოკლეს.

ქალაქ ბაბილის პოლიციის დეპარტამენტის წყაროს ცნობით, ალ-ჰაშდ ალ-შააბის, ალ-ჯაზირას ოპერაციების მეთაური ასიფ ჰასან ქერიმი, სერეფ ან-ნასრში, მის მანქანაში განთავსებული ბომბის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფი ორი პირი კი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, რეგიონს მთლიანად ალ-ჰაშდ ალ-შააბი აკონტროლებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.



მსგავსი ინფორმაციები