როჰანი: „მოლაპარაკებებმა ხელი შეუშალა ომს“

როჰანი: „მოლაპარაკებებმა ხელი შეუშალა ომს“

1684553
როჰანი: „მოლაპარაკებებმა ხელი შეუშალა ომს“

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ 2013 წელს როდესაც ამ თანამდებობაზე არჩეულ იქნა, მას წინ ჰქონდა ორი არჩევანი, ომი და მშვიდობა, მაგრამ, მან მშვიდობა აირჩია, რაშიც მოლაპარაკებების დაწყებამ დიდი როლი ითამაშა.

ჰასან როჰანიმ პრეზიდენტის რანგში ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ბოლო ინტერვიუს დროს, პარიზში ვიზიტისას, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებები გაიხსენა და დასძინა: „ჩვენ, 5+1 ქვეყნებს (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია) გადაწყვეტილი გვქონდა ირანის წინააღმდეგ ომი, მაგრამ როდესაც თქვენ დაიკავეთ ეს თანამდებობა და განაცხადეთ, რომ მზად იყავით მოლაპარაკებებისათვის, ჩვენც ამ გადაწყვეტილებას თავი დავანებეთ.“

„როდესაც მე ამ თანამდებობაზე მოვედი, ჩვენ წინ ორი გზა გვქონდა, ან ვიბრძოლებდით მსოფლიოსთან ან მშვიდობიან თანაცხოვრებას ავირჩევდით. გამოსავალი არის დიპლომატია და მოლაპარაკება. მოლაპარაკებებმა ხელი შეუშალა ომს,“  განაცხადა ჰასან როჰანიმ.

მან ბოლოს ისიც დაამატა, რომ ირანის მომავალი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი მოლაპარაკებები იქნება.



მსგავსი ინფორმაციები