პრეზიდენტი ერდოღაი საქართველოს და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღაი საქართველოს და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა

1683804
პრეზიდენტი ერდოღაი საქართველოს და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აბი აჰმედს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორაციის თანახმად, ერდოღან-ღარიბაშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის რდოს, თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები და სხვა რეგიონალური საკითხები იქნა განხილული. პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს, ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში გაჩენილი ხანძრების გამო გამოცხადებული თანაგრძნობის და მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს, ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის ახლო მომავალში გამართვის აუცილებლობაზე, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს. ერდოღანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ერთად იმოქმედონ რეგიონული სატრანსპორტო და ენერგიის გადამცემი ხაზების ეფექტურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

თურქეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე.

მეორეს მხრივ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე სატელეფონო საუბრი გამართა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ, აბი აჰმედთან რა დროსაც, თურქეთ-ეთიოპიის ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები