ირანში ელექტროენერგიის გათიშვები გააპროტესტეს

ირანში ელექტროენერგიის გათიშვები გააპროტესტეს

1680472
ირანში ელექტროენერგიის გათიშვები გააპროტესტეს

ირანის დედაქალაქ თეირანში შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც ელექტროენერგიის შეწყვეტას აპროტესტებდნენ, ასევე ანტირეჟიმულ ლოზუნგებსაც გაიძახოდნენ.

მოქალაქეები დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალ, ჯუმჰურის ქუჩაზე შეიკრიბნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გაიძახიან შეკრებილები ლოზუნგებს: „დიქტატორს სიკვდილი“, „მოლები უნდა წავიდნენ“ და „არც ღაზა და არც ლიბანი, მხოლოდ ჩვენი საყვარელი ირანი“. აქციის მონაწილეები ასევე მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის სასარგებლოდაც გაიძახოდნენ ლოზუნგებს.

ცნობისათვის, ირანში ზაფხულის სიცხის მატებასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, ბევრ ქალაქში  საპროტესტო აქციები ტარდება.

ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს დღემდე 5 დემონსტრანტი და ერთი პოლიციელი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #გათიშვა , #ელექტროენერგია , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები