ასადის რეჟიმი სამოქალაქოებზე თავდასხმებს პერიოდულად მაინც აგრძელებს

ასადის რეჟიმი სამოქალაქოებზე თავდასხმებს პერიოდულად მაინც აგრძელებს

1678788
ასადის რეჟიმი სამოქალაქოებზე თავდასხმებს პერიოდულად მაინც აგრძელებს

სირიაში, იდლიბის პროვინციებში ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიდევ 7 სამოქალაქო დაიღუპა. ასადის რეჟიმმა იდლიბში „იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის ზონის“ საზღვრებში არსებული რამოდენიმე სოფელი დაბომბა. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის (თეთრ ჩაფხუტიანები) მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის ძალების მიერ საჰაერო თავდასხმის დროს ასევე 3  სამოქალაქო პირიც დაშავდა.  თეთრ ჩაფხუტიანები თავდასხმის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ.

ცნობისათვის,  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, იდლიბის საკითხში კონსენსუსს მოსკოვში 2020 წლის  5 მარტს მიაღწიეს, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში  შევიდა 6 მარტს. მას შემდეგ, მართალია რეჟიმის ძალები პერიოდულად  არღვევენ მორატორიუმს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მხარეები დიდწილად იცავენ.



მსგავსი ინფორმაციები