ილჰამ ალიევმა შარლ მიშელი მიიღო

ილჰამ ალიევმა შარლ მიშელი მიიღო

1677197
ილჰამ ალიევმა შარლ მიშელი მიიღო

სომხეთში ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანში ჩასული, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ილჰამ ალიევმა მიიღო. სამუშაო ვახშამზე გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დროს ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი, აზერბაიჯანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია რა, ისინი ვაჭრობის 40 პროცენტს ევროკავშირთან ახორციელებენ. მისივე თქმით,  მის ქვეყანაში 1700-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ალიევმა პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ დასრულდა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწების გრძელვადიანი ოკუპაცია და დაამატა: „აზერბაიჯანმა თავად შეასრულა გაეროს  უშიშროების საბჭოს რეზოლუციები სომხეთის არმიის სრული და უპირობოდ გაყვანის მოთხოვნით ჩვენი მიწებიდან და  დაასრულა ომი. ახლა დროა ვიფიქროთ მშვიდობაზე და ახალი ფურცელი გადავშალოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. დღეს ბატონ მიშელთან ვრცელი დისკუსია გვქონდა ჩვენი გეგმების, ინიციატივების და ახალი  მიდგომების შესახებ. ვფიქრობ, რომ შედარებით მოკლე დროში კეთილი ნებისა და ძალიან პრაგმატული მიდგომის ჩვენებით, ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ ბევრი საკითხი, რომლებიც ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში და საფუძველი ჩავუყაროთ უფრო ფართო რეგიონალურ თანამშრომლობას. ევროკავშირი ამაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება.

პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა კი დასძინა, რომ ერევანიდან ჩამოტანილი მესიჯი პრეზიდენტ ალიევს გადასცა რა, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია.


საკვანძო სიტყვები: #შარლ მიშელი , #ილჰამ ალიევი

მსგავსი ინფორმაციები