ხანძარი კოვიდინფიცირებულების საავადმყოფოში

ხანძარი კოვიდინფიცირებულების საავადმყოფოში

1674389
ხანძარი კოვიდინფიცირებულების საავადმყოფოში

ერაყში, ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობის საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით 64 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი  კი დაშავდა. ერაყის ჯანდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნასირიაში მდებარე, იმამ ჰუსეინის სახელობის საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა, რასაც სულ მცირე 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ ხანძარი გამოიწვია ჟანგბადის ბალონების ბოროტად გამოყენებამ.

მსგავსი უბედური შემთხვევა ერაყში, მიმდინარე წლის აპრილის თვეშიც მოხდა, რა დროსაც 82 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები