TİKA-ს მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოში

TİKA-ს მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოში

1672603
TİKA-ს მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოში

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს (TİKA), მხარდაჭერით საქართველოში კერძოდ კი თბილისში კიდევ ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათგან ერთ-ერთი გახლავთ,  რეაბილიტირებული და აღჭურვილი რეაბილიტაცია-ადაპტაციის ცენტრის მრავალპროფილური განყოფილება. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პრეზიდენტი სერქან ქაიალარი, საქართველოში თურქეთის ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი და  საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი. 

TİKA-ს მხარდაჭერით განხორციელებული მეორე მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ, საქართველოში და კავკასიის რეგიონში აშუღური ხელოვნების სახელგანთქმული წარმომადგენლის, პოეტის და მგოსნის აშუღი ქანანდარ ეფენდიევის სახლ-მუზეუმი.

გახსნის ცერემონიას, TİKA-ს პრეზიდენტი სერქან ქაიალარი, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ანარ ქარიმოვი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები