მაჰმუდ აბასი თურქეთში ჩამოდის

მაჰმუდ აბასი თურქეთში ჩამოდის

1672537
მაჰმუდ აბასი თურქეთში ჩამოდის

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით, 9-11 ივლისს თურქეთს ეწვევა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაჰმუდ აბასის თურქეთში ვიზიტის დროს, ორმხრივი ურთიერთობები ყოველმხრივ განიხილება.

შეხვედრების დროს ასევე განიხილება ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგმულია თურქეთსა და მეგობარ და მოძმე პალესტინის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, შეფასდება პალესტინაში ჰუმანიტარული ვითარება და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ბოლო მოვლენები. მაჰმუდ აბასისის თურქეთში ვიზიტის დრის ასევე ორ ქვეყანას შორის სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯებიც იქნება განხილული.  



მსგავსი ინფორმაციები