დუბაიში პორტში აფეთქება მოხდა

დუბაიში მდებარე ჯაბალ ალის პორტში დიდი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა

1671979
დუბაიში პორტში აფეთქება მოხდა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ქალაქ დუბაიში მდებარე ჯაბალ ალის პორტში დიდი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

აღინიშნა, რომ აფეთქება, რომლის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, მოხდა კონტეინერში, რომელიც ნავსადგურში მოთავსებულ გემზე იმყოფებოდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქების შემდეგ გაჩენილ ხანძარზე კონტროლი სწრაფად დამყარდა. ეკიპაჟები განაგრძობენ გაგრილების სამუშაოებს.

შესაძლოა, რომ აფეთქების მიზეზი იყოს ზოგიერთ კონტეინერში არსებული აალებადი მასალა.

პორტთან ახლოს მყოფმა ზოგიერთმა თვითმხილველმა თქვა, რომ აფეთქების შედეგად შენობები შეირყა.

ჯაბალ ალის პორტი, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტია, მდებარეობს დუბაის ქალაქის ცენტრიდან 30 კილომეტრის დაშორებით.



მსგავსი ინფორმაციები