პაკისტანი ისრაელში პრემიერის ყოფილი მრჩევლის ვიზიტს უარყოფს

პაკისტანი ისრაელში პრემიერის ყოფილი მრჩევლის ვიზიტს უარყოფს

1666575
პაკისტანი ისრაელში პრემიერის ყოფილი მრჩევლის ვიზიტს უარყოფს

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ზაჰიდ ჰაფეზ ჩაუდრიმ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის ყოფილი მრჩეველი, საიდ ზულფიკარ ბუჰარი ისრაელში იმყოფებოდა.

ჩაუდრიმ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია უსაფუძვლოა, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ისრაელში ასეთი ვიზიტი არ შემდგარა.

მისივე თქმით, ამ საკითხში პაკისტანის პრინციპული პოზიცია არ შეცვლილა და ისლამაბადი ყოველთვის ხაზს უსვამს პალესტინის სახელმწიფოს, რომლის დედაქალაქია იერუსალიმი 1967 წლამდე საზღვრებში და პრობლემის ორ სახელმწიფოიან გადაწყვეტას.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები