თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

1666132
თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

თურქეთის და აზერბაიჯანის ერთობლივ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო.

აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცეებული ინფორმაციის თანახმად, ორ ქვეყანას შორის სამხედრო წვრთნები სახელწოდებით, „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2021“ ბაქოში დაიწყო. წვრთნები, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება, მონაწილეობს 600 ჯარისკაცი, 40 ტანკი და ჯავშანმანქანა, 20 ქვემეხი, 7 საბრძოლო და საშტატო ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და 50 სამხედრო მანქანა.

სწავლების მიზანია ორი ქვეყნის არმიის ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობების განვითარება, ბრძანების, კონტროლის, მართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კომანდოსისთვის ბრძანებისა და სარდლობის ფარგლებში ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის გაუმჯობესება.



მსგავსი ინფორმაციები