ირანში დღეს რიგით მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ირანში დღეს რიგით მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

1660447
ირანში დღეს რიგით მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ირანში დღეს რიგით მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს საარჩევნო ცენტრის მონაცემებით, დაახლოებით 83 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემას შესძლებს 59 მილიონ 310 ათას 307 ამომრჩეველი.

სავარაუდოდ, არჩევნების შედეგების შესახებ პირველადი მონაცემები შუაღამისას გამოცხადდება და შედეგების დაზუსტება ხვალ შუადღემდე მოხდება.

არჩევნებზე დამტკიცებული 7 კანდიდატიდან კონსერვატორმა დეპუტატმა ალი რიზა ზაქანიმ, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და ბირთვულ საკითხებში მთავარმა მომლაპარაკებელმა საიდ ჯელილმა და რეფორმატორმა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მუჰსინ მიჰრალიზადემ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

შესაბამისად, არჩევნებზე იბრძოლებენ კონსერვატორი კანდიდატები, რევოლუციური გვარდიის არმიის ყოფილი გენერალური სარდალი და მიზანშეწონილობის საბჭოს გენერალური მდივანი მუჰსინ რიზაი, დეპუტატი ემირ ჰუსეინ კადიზადე ჰაშიმი, სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იბრაჰიმ რეისი და რეფორმატორი ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი აბდუნნასირ ჰიმმეთი.

ირანში პრეზიდენტი მოვალეობას 4 წლის განმავლობაში ასრულებს და ამ თანამდებობაზე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მაქსიმუმ 2-ჯერ. პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ამის გამო ვერ შესძლო კანდიდატურის წამოყენება.

კანდიდატებმა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის უნდა მიიღონ ხმების 50 + 1 პროცენტი. თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 50 + 1 პროცენტზე მეტს, 2 კანდიდატი, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს, მეორე ტურში გადავა და გამარჯვებული გახდება ქვეყნის მე -8 პრეზიდენტი.

რეფორმატორების ვეტოს გამო მიიჩნევენ, რომ კონსერვატორი კანდიდატი იბრაჰიმ რეისი არჩევნებს პირველივე ტურში გაიმარჯვებს და მე -8 პრეზიდენტი გახდება.

კეთდება შეფასებები, რომ არჩევნებზე აქტივობა დაბალი იქნება და ხალხის უმრავლესობა ბოიკოტისკენ იხრება.


საკვანძო სიტყვები: #საპრეზიდენტო არჩევნები , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები