ერაყში ორი მასობრივი საფლავი იპოვეს

ერაყში ორი მასობრივი საფლავი იპოვეს

1657686
ერაყში ორი მასობრივი საფლავი იპოვეს

ერაყის ქალაქ მოსულში ორი მასობრივი საფლავი იპოვეს, სადაც 500 ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა.

ერაყის მოწამეთა ნათესავების ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსულის დასავლეთ ნაწილში ბადოსის ციხის მახლობლად ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. მისივე თქმით, მასობრივ საფლავებში აღმოჩენილი ადამიანები, ტერორისტული ორგანიზაცია დაეშის მხრიდან იქნენ  მოკლული. ტერორისტული ორგანიზაცია რეგიონს 2014 წლიდან, 2017 წლამდე აკონტროლებდა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მიერ 2018 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ერაყში დაეშის მიერ დაკავებულ ადგილებში 200-ზე მეტი მასობრივი საფლავია, რომელიც ათასობით მსხვერპლის ნეშტს შეიცავს.


საკვანძო სიტყვები: #მასობრივი საფლავები , #ერაყი

მსგავსი ინფორმაციები