ასადის რეჟიმი და მისი მხარდამჭერები სამოქალაქოებზე თავდასხმებს აგრძელებენ
დღევანდელი სარაკეტო შეტევისგან 3 კაცი დაიჭრა
1657369
სირიაში, ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერი ირანის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერორისტული ჯგუფების მიერ, იდლიბის დეესკალაციის ზონაში სამოქალაქო დასახლებებზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. იდლიბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებრე მაარატუნნუმანის რაიონში განლაგებულმა რეჟიმის ძალებმა, დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რაკეტები დაუშინეს იდლიბის სამხრეთში M4 მაგისტრალის გასწვრივ მდებარე ჯავეს, ბეინისა და კენსევრას დასახლებებს, რის შედეგადაც სამი სამოქალაქო პირი, მათგან ორი ბავშვი და 1 ქალი, დაშავდნენ და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში