აქტუალური თემის ანალიზი 76

პკკ-ასა და ფეშმერგებს შორის დაძაბულობა ღრმავდება

1655650
აქტუალური თემის ანალიზი 76

                

                            

როგორც ცნობილია ამ ბოლო ხანებში თურქეთმა გააძლიერა და გააქტიურა ანტიტერორისტული ბრძოლა ჩრდილოეთ ერაყში თავშეფარებული ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ, ხოლო თავის მხრივ ამ უკანასკნელებმა კი სამიზნედ გაიხადეს ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონალური მთავრობის სამხედრო ძალად ცნობილი ფეშმერგები და მარტო ამ ბოლო დღეებში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შედეგად 7 ფეშმერგე დაიღუპა და ათობით კი დაშავდა. ამის გამო ერბილში დიდი და ღრმა აღშფოთება გამოიხატება ტერ-ორგანიზაცია PKK–ს მიმართ. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონალური მთავრობის სამხედრო ძალა ფეშმერგებსა და PKK-ს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს შორის მზარდი დაძაბულობა, დროდადრო შეტაკებებში იზრდება. ასე მოხდა ამ ბოლო დღეებშიც, როცა პკკ-ას მილიტანებმა თავდასხმა განახორციელეს   დუჰოკ ამედის რეგიონში განლაგებული ფეშმერგების ზერავანის ფორმირებებზე და მოკლეს 6 ფეშმერგე, ხოლო რამდენიმე კი დაჭრეს. ამას არ დასჯერდნენ სეპარატისტები და კიდევ 1 ფეშმერგე კი სხვა ადგილას მოკლეს. პკკ-ას ამ თავდასხმების შედეგად გამოწვეულმა დანაკარგებმა, დიდი აღშფოთება გამოიწვია მთელ ქურთულ ავტონომიაში და ისინი შურისძიებას ითხოვენ, როცა ამის საპასუხოდ PKK-ა აწარმოებს პროპაგანდას, რომ ის უშუალოდ არ არის პასუხისმგებელი ფეშმერგებზე თავდასხმებში

ტერ-ორგანიზაცია PKK-ა, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად გავრელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათ გააფრთხილეს ფეშმერგები, რათა არ შესულიყვნენ მათ მიერ კონტროლირებად მეთინას რეგიონში, მაგრამ, ამ გაფრთხილების მიუხედავად ისინი მაინც შესულან ხსენებულ რეგიონში, თუმცა, მათზე თავდასხმა პკკ-ას ძალებს არ განუხორციელებიათ. ამ განცხადების მიუხედავად, ყველა მინიშნება იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ პკკ-ას ძალებმა დაარტყეს ფეშმერგებს. ამის შესახებ ღიად განაცხადეს ჩრდილოეთ ერაყის  ქურთული ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა ბარზანიმ და ძალოვანი სტუქტურების ხელმძღვანელებმაც რა, ფეშმერგების მკვლელობაში პირდაპირ პკკ-ა დაადანაშაულეს

სინამდვილეში, თუ გადავხედავთ ხსენებული თავდასხმების წინა პერიოდს, ღიად დავინახავთ, რომ ეს ესკალაცია ეტაპობრივად იზრდებოდა, რადგან, თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ერაყის ჩრდილოეთში თავშეფარებული PKK-ს წინააღმდეგ გახშირებულმა ოპერაციებმა და მოპოვებულმა წარმატებებმა ტერორისტებს უკან დააახევინა როგორც თურქეთის სასაზღვრო ზოლიდან, ასევე ჩრდილოეთ ერაყის ისეთი რეგიონებიდან, როგორებიცაა ჰაფტანი, ავაშინ-ბასიანი და მეტინა, სადაც ისინი აქამდე მძლავრად დომინირებდნენ. არც ის არის დასამალი, რომ  ამ პროცესში გარკვეული თვალსაზრისით თურქ ძალებს მხარში ედგნენ და ლოგისტიკურ, დაზვერვით თუ სამხედრო მხარდაჭერას უჩენდნენ ფეშმერგები, რამაც PKK–ა ძალზე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ამის პარალელურად სეპარატისტებმა დაიწყეს მათი მხრიდან კონტროლირებად რეგიონებში ლოგისტიკური ხაზების დაკარგვაც და ყველაფერმა ამან მათ აიძულათ თავდასხმები განეხორციელებინათ ფეშმერგებზე

მოკლედ, ტერ ორგანიზაცია პკკ-ამ ისარგებლა რეგიონში არსებული ქაოსით და ფაქტობრივად თავის კონტროლ ქვეშ აიყვანა მრავალი დასახლება, რომლებიც მანამდე ერაყის ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის უფლებამოსილების ქვეშ იმყოფებოდა. ასეთი დასახლებების რიცხვმა კი, არც მეტი არც ნაკლები, ბოლოს 700-ზე მეტი სოფელი მოიცვა და ისინი უშუალოდ PKK-ს კონტროლ ქვეშ გადავიდნენ. ამ სიტუაციას რა თქმა უნდა ვერ შეეგუა ავტონომიური ხელისუფლება და როცა თურქეთის არმიის წარმატებული ოპერაციები დაინახა, ეს შანსად გამოიყენა და ჯერ ჯერობით თუმცა მცირე ინტენსივობით, მაგრამ, მაინც დაიწყო მოქმედება PKK-ს წინააღმდეგ.

ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ მომდევნო პერიოდში ფეშმერგე-პკკ-ას შორის ბრძოლა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს სიტუაცია ხელს შეუწყობს და გაუადვილებს თურქეთს ანტიტერორისტულ ბრძოლას, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები