აზერბაიჯანში დააკავეს სომეხი ჯარისკაცი, რომელიც ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდა

აზერბაიჯანში დააკავეს სომეხი ჯარისკაცი, რომელიც ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდა

1654131
აზერბაიჯანში დააკავეს სომეხი ჯარისკაცი, რომელიც ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდა

დააკავეს სომეხი ჯარისკაცი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდა და ცდილობდა ნაღმების დაგებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის ლაჩინის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო და დივერსიულმა ჯგუფმა ამინდის ცუდი პირობებით ისარგებლა და საზღვარი გადაკვეთა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ რეგიონში მომსახურე აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხური ჯგუფიდან დააკავეს ჯარისკაცი სახელად არტურ კარტანიანი, ხოლო ჯგუფის სხვა წევრებმა კი უკან დაიხიეს.

წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფის ამოცანა იყო აზერბაიჯანის ტერიტორიის დანაღმვა.


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები