საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა

1649086
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით ხვალ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა.

საპრეზიდენტო კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, პრემიერ ღარიბაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თურქეთში განსახორციელებელი ამ პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს განხილული იქნება ყველა კუთხით ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს გაუზიარებენ ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო მოვლენების შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები