დააკავეს სომეხი სამხედროები, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს და ნაღმების დაგებას ცდილობდნენ

დააკავეს სომეხი სამხედროები, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს და ნაღმების დაგებას ცდილობდნენ

1646596
დააკავეს სომეხი სამხედროები, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს და ნაღმების დაგებას ცდილობდნენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კელბეჯერის რეგიონში საზღვრის გადაკვეთით გადასული 6 სომეხი ჯარისკაცი, რომლებიც ცდილობდნენ ნაღმების დაგებას მომარაგების გზებზე, ტყვედ აიყვანეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:00 საათზე, კელბეჯერის დასახლება ზემო აირიმის მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის სასაზღვრო პოზიციებისკენ მიმავალ გზაზე სომხეთის არმიის სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც ნაღმებს აგებდა.

აღნიშნეს, რომ ამ ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 6 სომეხი ჯარისკაცი ალყაში მოაქციეს და ტყვედ აიყვანეს.

განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დილის საათებში საზღვარზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ბევრი ჯავშანმანქანა, მათ შორის ტანკებიც მოძრაობდნენ და შეიარაღებული ძალების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ხელი შეეშალა მათ გადაადგილებას საზღვარზე.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონს აკონტროლებენ მათი ჯარები.



მსგავსი ინფორმაციები