ზარიფმა მკაცრად დაგმო ისრაელისადმი სამხედრო დახმარება

“ისრაელი ამ იარაღით უფრო მეტ პალესტინელ ბავშვს მოკლავს“

1641334
ზარიფმა მკაცრად დაგმო ისრაელისადმი სამხედრო დახმარება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფმა მკაცრი რეაგირება მოახდინა აშშ-ს ადმინისტრაციაზე, რომელმაც  ისრაელისთვის 735 მილიონი დოლარის ღირებულების, ზუსტი მართვადი საბრძოლო რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა. ”მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად ამერიკული წარმოების საბრძოლო მასალები წვიმს უდანაშაულო პალესტინელებზე, თითქოსდა ეს არ კმაროდეს, აშშ-ი ისრაელს  კიდევ 735 მილიონი დოლარის ზუსტ რაკეტებს აძლევს, რათა მან უფრო მეტი სიზუსტით, უფრო  მეტი პალესტინელი ბავშვი მოკლას,” ხაზგასმულია ზარიფის მხრიდან სოციალურ ქსელ ტვიტტერში გამოქვეყნებულ მესიჯში. მისივე თქმით, აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრებაზე დაბლოკა ერთობლივი განცხადება, რომლითაც საბჭოს წევრები ისრაელისგან პალესტინელებზე თავდასხმების დაუყონებლივ შეჩერებას ითხოვდნენ.



მსგავსი ინფორმაციები