ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე 10 მაისიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 197 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე 10 მაისიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 197 ადამიანი დაიღუპა

1640669
ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე 10 მაისიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 197 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის არმიის საბრძოლო თვითმფრინავებმა ღამის საათებში დაბომბეს ღაზის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში ობიექტები.

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების სამიზნეს წარმოადგენდა პალესტინის წინააღმდეგობის ძალების კუთვნილი პუნქტები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, პროსპექტები და ინფრასტრუქტურა, თავდასხმების შედეგად ღაზის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში განადგურდა პოლიციის ზოგიერთი ცენტრი.

აღინიშნა, რომ თავდასხმებმა დიდი ზიანი მიაყენა ზოგიერთ შენობას და სახლს, ასევე პროსპექტებსა და ქუჩებს, მოხდა ელექტროენერგიის შეწყვეტა, დაზიანდა კანალიზაციის, წყლისა და ელექტროენერგიის ქსელები.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს ღაზის სამხრეთით მდებარე რეფაჰისა და ჰან იუნუსის ქალაქებში ზოგიერთი სახლი და სამეურნეო დანიშნულების მიწები. ასევე აღინიშნა, რომ ისრაელის სამხედრო გემებმა, რომლებიც ზღვაში განლაგდნენ, ცეცხლი გახსნეს ღაზის სანაპიროს მიმართულებით.

თავდასხმების შედეგად დეირ ელ-ბელას და ღაზაში 2 სახლი დაინგრა.

ჰამასის სამხედრო ფრთის, იზედინ ალ-კასამის ბრიგადების მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ სამოქალაქო პირებზე თავდასხმების სამაგიეროდ რაკეტები ესროლეს ისრაელის ქალაქებს ბეერ-შევას, აშკელონს და ზოგიერთ დასახლებას.

ისლამური ჯიჰადის მოძრაობის სამხედრო ფრთამ ასევე განაცხადა, რომ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, მოახდინა ინტენსიური სარაკეტო შეტევები ღაზის საზღვარზე მდებარე ქალაქებზე სდეროთი,ნეთივოთი და ნანეგევი.

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე 10 მაისიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 197 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 58 ბავშვი და 34 ქალი და დაშავდა 1235 ადამიანი. ათობით შენობა მთლიანად განადგურდა ან გამოსაყენებლად გამოუსადეგარი გახდა.



მსგავსი ინფორმაციები