ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

1637830
ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

გუშინ ღამით ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 103 ადამიანი.

ღაზაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ბოლო თავდასხმების შემდეგ, კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანი რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებიდან ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ბოლო თავდასხმების შედეგად ღაზას დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სახლში სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც ერთი ქალი, ხოლო მეორე ინვალიდი გახლდათ.

ღაზაში ჯანდაცვის სამინისტროს მანამდე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათგან 9 ბავშვი და 95 კი დაშავდა.

ორშაბათს გვიან ღამით, ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზას სექტორში, განხორციელდა საჰაერო დარტყმა ღაზაზე და დიდი რაოდენობით რაკეტები იქნა ნასროლი ღაზიდან ქვეყნის სამხრეთისკენ.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ღაზა

მსგავსი ინფორმაციები