ფაჰრეთთინ ალთუნი კვიპროსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ფაჰრეთთინ ალთუნი კვიპროსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

1628224
ფაჰრეთთინ ალთუნი კვიპროსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის და თურქეთის ბედი, ერთი და იგივეა. ფაჰრეთთინ ალთუნი, ჩკთრ-ს პრეზიდენტის ერსინ თათარის ბერძნულ გაზეთ „Kathimerini“-სათვის მიცემულ ინტერვიუს, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ბედი ჩვენი ბედია. ჩვენი ქვეყანა საერთოა. კვიპროსელი თურქების ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაცაა. ჩვენ დღეს და ხვალ მთელი ძალით დავუდგებით ჩკთრ-ს გვერდით, როგორც გუშინ.“

ცნობისათვის, ჩკთრ-ს პრეზიდენტმა ერსინ თათარმა ბერძნულ გაზეთ „Kathimerini“-სათვის მიცემულ  ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ თურქეთი დიდი ქვეყანაა, ის მათი ქვეყნის გარანტორია, ასევე დედა სამშობლოც არის. ამიტომ, მას (თურქეთს) ჩკთრ-სთან მიმართებაში ყოველთვის აქვს სიტყვის თქმის უფლება.  



მსგავსი ინფორმაციები