ავღანეთში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ყანდაჰარის პროვინციაში, გზისპირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

1622497
ავღანეთში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ყანდაჰარის პროვინციაში, გზისპირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ყანდაჰარის პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯემალ ნასირ ბარიკზეიმ განაცხადა, რომ ყანდაჰარის შაჰველი კოტის რაიონში გზისპირას დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.

მანვე აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანს დააკისრა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები