ბულგარეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

ბულგარეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 აპრილს ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

1618150
ბულგარეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

ბულგარეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 აპრილს ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ამომრჩეველთა 49,1%-მა მიიღო მონაწილეობა.

შედეგების მიხედვით, 240 ადგილიან პარლამენტში პრემიერ ბოიკო ბორისოვის პარტიამ „ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის მოქალაქეებმა“ (GERB) 75, პოპულარული შოუმენის, სლავი ტრიფონოვის, პარტიამ „არის ასეთი ხალხი“ (İTN) 51 მანდატი მოიპოვეს.

პარლამენტში 43 ადგილი მოიპოვა კომუნისტური წარმოშობის, პრორუსულმა ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ (BSP), ხოლო პარტიამ „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის“, რომლის წევრების უმრავლესობაც თურქია, 30 მანდატი მიიღო.

„დემოკრატიულმა ბულგარეთმა“, რომელიც პრემიერ ბორისოვის წინააღმდეგ საპროტესო აქციებს ლიდერობს 27 და “ადექი! თავხედები გარეთ!“ 14 დეპუტატის შეყვანა შესძლეს პარლამენტში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებული 6 მილიონ 789 ათას 605 ამომრჩევლიდან ხმა 3 მილიონ 334 ათს 283 მისცა.

შედეგებმა აჩვენა, რომ ვერც ერთი პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას.

ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად მინიმუმ 121 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა, რომელმაც 2020 წლის შუა თვეებში შეწყვიტა ურთიერთობა პრესასთან მას შემდეგ, რაც დაიწყო საპროტესტო გამოსვლები მისი მაფიასთან კავშირის ბრალდებით, განაცხადა, რომ დატოვა პარლამენტის წევრობა ისე, რომ ოფიციალურ შედეგებს არ დაელოდა.

”მე არ მჭირდება ხელშუუხებლობის ჯავშანი” - თქვა ბორისოვმა და მიანიშნა, რომ იგი ვერ მიიღებს მხარდაჭერას პარლამენტში წარმოდგენილი სხვა პარტიების მხრიდან ნდობის მისაღებად და ვერც პარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფის მქონე მისი პარტიის სახელით შესაქმნელი მთავრობა გავა პარლამენტში.



მსგავსი ინფორმაციები