ბულგარეთში 4 აპრილს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ბულგარეთში 4 აპრილს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

1615062
ბულგარეთში 4 აპრილს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ბულგარეთში 4 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა იმდენი ხმა, რომ მარტო შესძლოს მთავრობის დაკომპლექტება.

ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში გაიმარჯვა პარტია „ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის მოქალაქეებმა“ (GERB), რომლის ლიდერიც პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვია.

პარტიამ „ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის მოქალაქეებმა“ ხმების 25,2% მიიღო, რითაც 240 ადგილიან პარლამენტში 69 მანდატს მიიღებს.

არჩევნებში მონაწილეობის დონემ 47,5% შეადგინა და წინასწარი მონაცემებით, ახალ პარლამენტში 7 პოლიტიკური პარტია შევა.

არჩევნებში, რომლისთვისაც 6 მილიონ 355 ათას 633 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 30 პარტიიდან და კოალიციიდან მთლიანობაში 6 ათას 895 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

ოფიციალური შედეგები 2 დღის შემდეგ გამოქვეყნდება.



მსგავსი ინფორმაციები