აქტუალური თემის ანალიზი 64

სირიის კრიზისის მე-10 წლისთავი

1604458
აქტუალური თემის ანალიზი 64

 

 

ათი წელია რაც სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება და პრობლემის მოგვარების იმედი ჯერ–ჯერობით არ ჩანს. ამ სამოქალაქო ტრაგედიის დროს ასიათასობით სირიელმა დაკარგა სიცოცხლე, ხოლო დაახლოებით 7 მილიონმა დატოვა ქვეყანა და მთელს მსოფლიოს მოედვნენ. ასადის რეჟიმმა, რომლის გადაყენების მოთხოვნით დაიწყო საპროტესტო აქციები 2011 წლის მარტში, ძალადობის გამოყენებით დღემდე შეინარჩუნა სავარძელი. ამ 10 წლის განმავლობაში არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის არც გაეროს, არც ევროკავშირს, არც რეგიონში მოთამაშე  აშშ-ს, რუსეთს თუ ირანს, რაიმე ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგიათ რომლითაც მოაგვარებდნენ ამ კრიზისს, პირიქით, მათ პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავეს. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლეით ცენტრის დირექტორის პროფესორ მურათ იეშილთაშის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს

ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სირიელებისათვის ყველაფერი გააკეთა და ახლაც აკეთებს, ეს არის თურქეთი და მისი პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანი. იმ დღეებში, როცა დასავლეთის ქვეყნებში მოდაშია ისეთი ტერმინები, როგორებიცაა ”დემოკრატია“, “თავისუფლება“, “ადამიანის უფლებები“ და სხვა, ერდოღანმა დასავლეთს სპეციალური წერილი-მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც მათ დახმარებისკენ მოუწოდებს სამოქალაქო ომის დასრულებაში. მართლაცდა თურქეთი დღემდე ოთხ მილიონამდე სირიელ ლტოლვილს მასპინძლობს, აქტიური მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ სირიაში დაბანაკებული რადიკალური ტერ-ორგანიზაცია დეაშის განადგურებაში და მათგან განთავისუფლებულ ადგილებში. ადგილობრივ ელემენტებთან თანამშრომლობით შექმნა უსაფრთხო ზონები.

რაც შეეხება ვაშინგტონს, მან ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვერ შეძლო რაიმე ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მოაგვარებდა სირიის კრიზისს. ხოლო დღეს კი, იგი სირიის კრიზისთან დაკავშირებით ახალ პოლიტიკას ეძებს. დემოკრატი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სირია დადგა წინა პლანზე, როგორც "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ" დისკურსის შემქმნელი. ერდოღანის გზავნილი კი ახალი ადმინისტრაციისადმი ძალიან მკაფიოა: ”ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები, ჩვენთან ერთად უნდა იმუშაოს სირიაში მიმდინარე ტრაგედიის დასასრულებლად და დემოკრატიის დასაცავად.” ბაიდენის ადმინისტრაცია თუ შეამცირებს სირიისადმი ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო მის მაგივრად ყველანაირ დახმარებას გაუზრდის ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ  PKK/ YPG-ს, მაშინ, იგი გაიმეორებს ობამას შეცდომებს.

პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდება  მხოლოდ აშშ-ით არ შემოიფარგლება, რადგან დასავლეთისადმი მისი მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ იგი დაემთხვა ევროკავშირის ლიდერების სამიტს. გაურკვევლობით არის სავსე კითხვა, თუ როგორ მიუდგება ევროკავშირი სირიის პრობლემას. თურქეთის სირიის პოლიტიკა რომ არ ყოფილიყო, რომელიც ემყარება ჰუმანიტარულ საფუძველს, მაშინ დღეს, ევროკავშირში მმართველობას ხელში ჩაიგდებდნენ ექსტრემალური მემარჯვენე პარტიები.

დასავლეთის ლიდერები ასევე უნდა დაუპირისპირდნენ რუსულ რაკეტებს, რომლებსაც YPG–ეს მილიტანები იყენებენ სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმების დროს სირიის ჩრდილოეთში მდებარე უსაფრთხო ზონებში. ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშით, YPG–მ მთლიანობაში სულ 224 შეტევა განახორციელა უსაფრთხო ადგილებში, მათგან 64 დაბომბილი ავტომობილით, 64 ხელნაკეთი ბომბით, 51 შეიარაღებული თავდასხმებით, 19 ნაღმტყორცნებით და 9 კი სარაკეტო იერიშით.

4-5 მილიონი სირიელი ცხოვრობს იდლიბში და იმ უსაფრთხო ზონებში, რომლებიც ანკარის კონტროლ ქვეშ არის. ახლა მათ დაამატეთ თურქეთში თავშეფარებული 4 მილიონი სირიელი ლტოლვილი, ე.ი. გამოდის, რომ  სირიის მოსახლეობის ნახევარს თურქეთი პატრონობს. ეს რეალობაც კი ცხადყოფს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყონ უსაფრთხო ზონების განვითარებას. სწორედ დასავლეთის დედაქალაქების სასარგებლოდ ხდება ანკარის გააქტიურებაც და ეფექტურობაც სირიის განტოლებაში. ბოლო-ბოლო უნდა მიხვდნენ იმასაც, რომ ისინი თავიანთ ინტერესებს სირიაში ვერ დაიცავენ YPG–ს დახმარებით, რადგან, იგი განწირულია საბოლოო გაქრობისათვის.

მოკლედ, ათი წლის ბოლოს სირიის კრიზისის გადასაჭრელად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი საგზაო რუკა. ამ კრიზისის გადაჭრის გარეშე კი, რაც 21-ე საუკუნის უდიდესი ტრაგედიაა, რეგიონში სტაბილურობა ნაკლებად სავარაუდოა, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლეით ცენტრის დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები