ავღანეთში კომუნიკაციების სამინისტროს მანქანას თავს დაესხნენ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თავდასხმა მოხდა მანქანაზე, რომელსაც კომუნიკაციების სამინისტროს პერსონალი გადაჰყავდა

1601930
ავღანეთში კომუნიკაციების სამინისტროს მანქანას თავს დაესხნენ

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თავდასხმა მოხდა მანქანაზე, რომელსაც კომუნიკაციების სამინისტროს პერსონალი გადაჰყავდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა.

ქაბულის უშიშროების სამმართველოს პრესპიკერის განცხადებით, ქაბულის დეჰნი ბაგის რაიონში კომუნიკაციების სამინისტოს მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა.

ქვეყანაში ბოლო პერიოდში მკვლელობების მცდელობები გაიზარდა და მათი თავდასხმის ობიექტებს ჟურნალისტები, აქტივისტები, სასულიერო პირები, სახელმწიფო მოხელეები და უსაფრთხოების ძალები წარმოადგენენ.

ავღანეთის მთავრობა ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას თალიბანს აკისრებს, ეს უკანასკნელი კი აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტებთან კავშირი არ აქვს.



მსგავსი ინფორმაციები