აქტუალური თემის ანალიზი 63

შესაძლებელია თუ არა სირიის კრიზისის მოგვარება?

1599579
აქტუალური თემის ანალიზი 63

     

არაბული გაზაფხულის მეათე წლისთავზე, სამწუხაროდ, სირიაში სამოქალაქო ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მანაც მეათე წელი შეავსო. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იძულებით გადაადგილებული შეიქნა, მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, ასობით ქალაქი და დასახლება მიწასთან გასწორდა, ეკონომიკის ყველა სფერო განადგურდა და ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ ლოგიკური იქნება ასეთი კითხვა, შესაძლებელია თუ არა ამის შემდეგ სირიის პრობლემების პოლიტიკური გადაწყვეტა? ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:.

არაბულმა გაზაფხულმა, რომელიც ტუნისში დაიწყო, რეგიონის მრავალ ქვეყანაში ზეწოლის ქვეშ და მეტად ცუდ მდგომარეობაში მხოვრები მდუმარე მასები მოძრაობაში მოიყვანა და მათ დაამხეს მრავაწლიანი დიქტატორული რეჟიმები. არაბულ გაზაფხულად წოდებულმა ამ სამოქალაქო მოძრაობებმა დომინოს ეფექტით მრავალი არაბული ქვეყნის რეჟიმი დაამხო და ტუნისში დანთებული აჯანყების ეს ცეცხლი, მალე ეგვიპტესაც გადაედო. სირიაში დაწყებული რევოლუცია კი, თანდათანობით  სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რასაც დიდი ნგრევა მოჰყვა. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ირანი და რუსეთი, ხალხის აჯანყების წინააღმდეგ ასადის რეჟიმის გვერდით დადგნენ და ამ უკანასკნელმაც, ისარგებლა რა ამ მხარდაჭერით, სამხედროების გამოყენებაც დაიწყო რა, ამით სტარტი მიეცა სამოქალაქო ომის დინამიკას. დროთა განმავლობაში ეს მდგომარეობა კარგად გამოიყენეს ასევე ზოგიერთმა სადაზვერვო ორგანიზაციებმა და მათი მანიპულირებით, ერაყში იმ დროს მეტად აქტიური რადიკალური ტერ ორგანიზაცია დეაში, ახლა სირიაში შევიდა და ორივე ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებით, ხალიფატი შექმნა. სირიის ოპოზიციას კი მეტად გაუჭირდა ერთად მოქმედება და დაქსაქსულად, ყველა თავისი ინტერესებისთვის იბრძოდა. ეს რომ დაინახეს, დასავლეთის ქვეყნებმაც სირიის ოპოზიციისადმი მხარდაჭერა შეაჩერეს, რამაც მოქმედების ფართო არეალი შეუქმნა როგორც ასადის რეჟიმს, ასევე მის მხარდამჭერ რუსეთსა და ირანსაც

მხოლოდ თურქეთის მხარდაჭერით გადარჩენილი სირიის ოპოზიცია ამჟამად იდლიბსა და სხვა განთავისუფლებულ რეგიონებს აკონტროლებს. თურქეთი კი ყველანაირ ნაბიჯებს დგამს ამ რეგიონებში როგორც ჰუმანიტარული კრიზისის შესამცირებლად, ასევე სტაბილური ცხოვრების მშენებლობისათვისაც

რაც შეეხება ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე დიდ ტერიტორიებს, მას აშშ-ი და ტერ-ორგანიზაცია PKK/YPG-ე ერთობლივად აკონტროლებენ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ამჟამად ფაქტიურად სამად არის დაყოფილი, ხოლო სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებული მრავალი რეგიონი კი,  აღმშენებლობას ელოდება, რომელიც არავინ იცის თუ როდის დაიწყება. დიახ, სირიის მოსახლეობის ნახევარი იძულებით დევნილის მდგომარეობაშია, ხოლო მესამედი კი,  სხვადასხვა ქვეყნებში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. ქვეყნის ეკონომიკა ყველა გაგებით გაკოტრდა და ამიტომ სერიოზული მდგომარეობაა ჰუმანიტარული დახმარების საკითხშიც. სამოქალაქო ომისა და მისგან გამომდინარე მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო,  მთლიანად განადგურდა ჩრდილოეთ სირიის მიწისზედა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაც

აი სამწუხაროდ, არაბული გაზაფხულის მეათე წლისთავზე, ასეთი სურათი დგას ჩვენს წინაშე სირიაში, თუმცა, პოლიტიკური ძალისხმევაც გრძელდება. ასე მაგალითად, თურქეთის, რუსეთისა და ირანის მიერ ინიცირებული ასტანის ინიციატივის პროცესი გრძელდება და მის კონტექსტში მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი კონსტიტუციის მომზადებას. თუმცა, აქაც ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის მიღწეული.

რეჟიმი და მისი მოკავშირეები კი, არავითარ მცდელობებს არ იჩენენ პრობლემების მოსაწესრიგებლად და მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით დგამენ უსარგებლო ნაბიჯებს. ამ დროს აშშ-ი, ევფრატის აღმოსავლეთში ცდილობს შექმნას დეფაქტო ავტონომიური არე PKK-ს სირიული ფრთა PYD/YPG-სათვის. მოკლედ, ისე ჩანს, რომ როგორც ადგილობრივი, ისე გავლენიანი უცხოელი მოთამაშეები სირიაში ურთიერთდათმობებზე წასვლით, ჯერ კიდევ არ დაახლოებულან პრობლემების ჭეშმარიტ გადაწყვეტასთან, წერს SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები